saqarTvelos arxebi - vanaTis arxi

სიგრძეა 14 კმ
ასარწყავებს 3.5 ათ. ჰა

 

სარწყავი არხი შიდა ქართლის ბარში. წყალს იღებს მდინარე პატარა ლიახვიდან, სოფ. საცხენეთთან. უერთდება მდინარე დიდ ლიახვს ქ. ცხინვალთან. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. სიგრძე 14 კმ. რწყავს ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების (საცხენეთი, გამანი, კოხათი, ერედვი, არგვიცი, დისევი, დმენისი, ფრისი, არბო, დიცი) სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს (3,5 ათ. ჰა).